დონალდ ტუსკი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას Twitter-ში ქართულ ენაზე ეხმაურება

დონალდ ტუსკი გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას Twitter-ში ქართულ ენაზე ეხმაურება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ Twitter-ში თავის ოფიციალურ გვერდზე პოსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს.

ტუსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას ეხმაურება და შეხვედრის შემდეგ გაკეთებული თავისი ოფიციალური განცხადების ლინკს აქვეყნებს.

"ევროკავშირი და საქართველო – ნამდვილი პარტნიორები. განცხადება პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ", - ნათქვამია დონალდ ტუსკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.