მიმაჩნია, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა იან კელიმ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თემის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მიუხედავა იმისა, თუ რა გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკურად მიღებული ვარშავაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც საქართველოში იდგმება ამ მხრივ უკანასკნელ პერიოდში.
იან კელის განმარტებით, ნატო არის კონსენსუსის საფუძველზე მოქმედი ალიანსი და მის წევრად ახალი ქვეყნის მიღებისთვის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ელჩის თმით, ამერიკამ და საქართველოს სხვა მეგობარმა ქვეყნებმა მაქსიმუმი უნდა გააკეთონ, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის.
"ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას. დიდად ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს ჩვენი ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ფაქტი, რომ მინისტრი ხიდაშელი მიიწვიეს ნატოს მინისტრების ვახშამზე, რომელიც გაიმართება ამ კვირის ბოლოს. ნატო გახლავთ კონსენსუსის საფუძველზე მოქმედი ალიანსი და ნატოს წევრად ახალი ქვეყნის მიღებას სჭირდება ყველა წევრის თანხმობა. ჩვენ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა მეგობრებმა უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ყველა ინსტრუმენტი, რაც აუცილებელია, რათა საქართველო იყოს მზად გაწევრინებისთვის, როდესაც ამის დრო დადგება", - აღნიშნა იან კელიმ.