ადვოკატი - ლევან გაჩეჩილაძემ

ადვოკატი - ლევან გაჩეჩილაძემ "მაესტროს" დირექტორად დანიშვნაზე მეურვის თანხმობა მიიღო

ლევან გაჩეჩილაძემ "მაესტროს" დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით მეურვის თანხმობა მიიღო და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციისთვის მიდის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძეების ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა.
მისივე თქმით, რეგისტრაცია სავარაუდოდ, დღესვე მოესწრება, ტელეკომპანია "მაესტროში" კი ლევან გაჩეჩილაძე ხვალ მივა. 
გაჩეჩილაძის მიერ "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირების პროცედურების გავლის პარალელურად საჯარო რეესტრს დღეს ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემაც მიმართა. ის რეესტრისგან მოითხოვს, ლევან გაჩეჩილაძე 
"მაესტროს" დირექტორად არ დაარეგისტრიროს.