სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია

სტოლტენბერგი - საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია

საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, - ასეთი განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. "საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია. რეფორმები, რომელიც შიდა პოლიტიკურ და უსაფრთხოების სფეროში ხორციელდება, საქართველოს ნატო-სთან უფრო დააახლოვებს.

უელსის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის არსებითი პაკეტის მინიჭებაზე და მხარდაჭერაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაგეგმარება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება და კიბერთავდაცვა. 

ჩვენ ვიმსჯელებთ მიღწეულ პროგრესზე და როგორ შეგვიძლია, უფრო გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა 11 თებერვალს გაიმართება.