ბაია გადაბაძემ სასამართლოს უკვე მიმართა, რომ ბათილად სცნოს "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის თაობაზე.
ამის შემდეგ ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრს მიმართავს განცხადებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ დაარეგისტრიროს გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად.
ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრში იურისტთან ერთად მივა და განცხადებას შეიტანს.