საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო, ბიძინა ივანიშვილმა უსაყვედურა. ამის შესახებ თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩამოვედი თუ არა, დამირეკა 10-15 წუთში და მისაყვედურა, ასე არ უნდა გელაპარაკაო", - განაცხადა თოფაძემ.
მისივე თქმით, ის პრეზიდენტის მიმართ თავს დამნაშავედ არ გრძნობს. თოფაძე აცხადებს, რომ მან უკვე მოუბოდიშა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს და მათ ოჯახის წევრებს და მზად არის მათი სურვილის შემთხვევაში, საკუთარ ოფისში შეხვედრაც გამართოს. თოფაძის თქმით, იმ სტატიის გამო, რომელზეც ისაუბრა, ქართველ ხალხს ბოდიში მარგველაშვილმაც უნდა მოუხადოს.
”მე გამოსვლამდე ორი დღის წინ მომიტანეს პრეზიდენტის ნაშრომი. რომ მცოდნოდა, რომ ასე "უყვარს" ქართველი ხალხი, ამაზე ხმამაღლა იქამდე ვილაპარაკებდი. ამან იმხელა დადებითი ემოციები გამოიწვია ჩემთან, რომ რომ ტელეფონიც არ ჩერდებოდა. ბოდიში მოვიხადე, თუმცა ბოდიში არა პრეზიდენტს, არამედ ხალხს მოვუხადე, ვისაც ჩემი განცხადება შეეხო. ასევე პრეზიდენტსაც ვთხოვე, რომ საკუთარი ნაშრომის გამო ბოდიში მოიხადოს. "დაუნი" უფრო მსუბუქი დაავადებაა, ვიდრე "დებილის სინდრომი", რაზეც ის ლაპარაკობს. მე ვთქვი "დაუნი", იმან თქვა "დებილი". რასაც ის წერს, ასეთი დამცირება ქართველი ხალხის ვერ წარმომიდგენია”, - განაცხადა თოფაძემ.