ლევან და გია გაჩეჩილაძეები იმედოვნებენ, რომ ბაია გადაბაძისა და მაკა ასათიანის სარჩელებზე სასამართლო ხისტ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, "მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილება ნოტარიულად უკვე დამოწმებულია და ამ დროისათვის გაჩეჩილაძე მეურვის ნებრთვას ელოდება. ამის შემდეგ კი იგი დირექტორად სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდება, თუკი "სასამართლო არ მიიღებს უხეშ გადაწყვეტილებას, ბაია გადაბაძის მოთხოვნაზე, რომ პარტნიორთა კრების ოქმი ბათილად იქნას ცნობილი".
"იმედი გვაქვს სასამართლო უხეშ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და პარნიორტთა ურთიერთობაში არ ჩაერევა. ლევან და გია გაჩეჩილაძეების პოზიციაა და ისინიც იმედოვნებენ, რომ სასამართლო ხისტ გადაწყვეტილებას არ მიიღებს", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.