ამერიკული მედია -

ამერიკული მედია - "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ამ დროისთვის 25 000 ადამიანი იბრძვის

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ამ დროისთვის 25 000 ადამიანი იბრძვის, - ამის შესახებ ამერიკული მედია აშშ-ის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. სხვა წყაროები კი სხვადასხვა მონაცემს აქვეყნებენ. "როიტერსის" ცნობით, ერაყსა და სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 31 000 ადამიანია გაწევრიანებული. თუმცა, მათი გავლენა ადრინდელთან შედარებით 20 პროცენტითაა შემცირებული. 
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯოშ ერნესტის განცხადებით კი, "ისლამური სახელმწიფო" კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა, მათი რიცხვი შემცირებულია. 
"ისლამური სახელმწიფო" სირიასა და ერაყში იბრძვის. ექსტრემისტული დაჯგუფება ამ ორი ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილს აკონტროლებს. მათ წინააღმდეგ როგორც ადგილობრივი მთავრობები, ასევე აშშ-ის კოალიცია იბრძვის.