აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს ქვეყნის მთავარ საფრთხედ არ მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს ქვეყნის მთავარ საფრთხედ არ მიიჩნევს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ბერნი სანდერსი რუსეთს ქვეყნის მთავარ საფრთხედ არ მიიჩნევს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, სანდერსმა ნიუ-ჰემფშირში გუშინ ჩატარებული სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა. მისივე თქმით, მთავარი საფრთხე ჩრდილოეთ კორეიდან მოდის. 
სანდერსის კონკურენტმა დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა კი დებატების დროს განაცხადა, რომ რუსეთი ევროპაში აშშ-ის მოკავშირეებზე გამუდმებით ზეწოლას ახდენს. 
ტელედებატების დროს სანდერსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან კავშირები უნდა გააუმჯობესოს. კლინტონმა კი აღნიშნა, რომ არ იქნება სწორი "ტერორიზმის დამფინანსებელ ქვეყანასთან" ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება. 
გუშინ კლინტონის და სანდერსის პირველი სატელევიზიო ტელედებატები გაიმართა ნიუ-ჰემფშირში. კვირის დასაწყისში კი აიოვას შტატში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში ჰილარი კლინტონმა სანდერს მცირედით აჯობა.