პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდეცნცია დამთავრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არსებობდა იმის მცდელობა, რომ მომხდარიყო მისი "გაყვანა" ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან, რაც "სრულ ალოგიკურობაშია ნებისმიერ სახელმწიფო კონცეფციასთან".
"მახსოვს ტენდენცია, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ კანონებზე ნუ ისაუბრებ, იმიტომ, რომ შენ არ გაქვს საკანონმდებლო ინიციატივა. ამიტომ შენ კანონებზე შენი პოზიცია არ უნდა გამოთქვა. შენ უნდა იყო გასული იმ საკითხებზე რეაგირებიდან, რაც კანონებს შეეხება, ასეთი საუბარიც მახსოვს.
მახსოვს საუბარი იმასთან დაკავშირებითაც, რომ რადგან პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ფიგურა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს, მას რაღაც საკითხებზე კომენტირების უფლება არ აქვს.
სულ ახლახან იყო ტენდენცია, რომ რადგან პრეზიდენტი მოსამართლე არ არის და მოსამართლეების საქმიანობა დაცულია კონსტიტუციით და თურმე პრეზიდენტმა სასამართლო სისტემაზეც ხმა არ უნდა ამოიღოს. არადა კონსტიტუციურად პრეზიდენტს ამის უფლება აქვს. იყო ტენდენცია, რომ რამენაირად პრეზიდენტი გაეყვანათ რეალური პოლიტიკიდან და არ მეთქვა ჩემი პოზიცია. ასეთი ტენდენცია იყო სამწუხაროდ. მსგავსი ტენდენცია აბსოლუტურ ალოგიკურობაშია ნებისმიერ სახელმწიფო კონცეფციასთან.
მე ვხედავ, რომ ეს ტენდენცია არის გადალახული. მივესალმები და ვხედავ, რომ ბუნებრივ თანამშრომლობაში შევდივართ. მივესალმები, რომ დამთავრდა პრეზიდენტის პოლიტიკური ფუნქციების შეკრეჭვის ტენდეცნცია", - განაცხადა გიორგი