სტამბულში ტერაქტი მოხდა. ქალაქის სულთანბეილის რაიონში, ავტობუსის გაჩერებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შედეგადაც, სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა . გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
თვითმხილველების განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სანაგვე ურნაში იყო მოთავსებული. თუმცა, ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ასაფეთქებელი ავტობუსის გაჩერების სკამზეა მოთავსებული.
ადგილზე პოლიცია მუშაობს, რომელიც საქმეს იძიებს.