გერმანიაში რამდენიმე ისლამისტი დააკავეს. "დოიჩე ველე" წერს, რომ ყველა მათგანი გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავდა.
გერმანული სააგენტო "დპა"-ს ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 35 წლის ალჟირელი ქალაქ ატენდორნში, ლტოლვილთა განთავსების პუნქტში დააკავეს. ალჟირელი სამათალდამცველები მას "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირების გამო ეძებდნენ. ეჭვმიტანილი სამხედრო მომზადებას სირიაში გადიოდა.
გერმანელი სამართალდამცველები ამ დრომდე კიდევ ორ ისლამისტს ეძებენ. რეიდები დღეს ბერლინსა და ჰანოვერში ჩატარდა.
სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ ისლამისტები ბერლინში შეხვედრას, ტერაქტის დაგეგმვის მიზნით აპირებდნენ.