"მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ ტელეკომპანიის დირექტორად არჩეული ლევან გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებული მოვლენები მოახლოებულ არჩევნებთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძემ პარტნორთა კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა შეკითხვაზე რატომ დაიწყო "მაესტროში" მიმდინარე პროცესები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
"ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ იგი საერთოდ არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და "პოლიტიკა სხვანაირადაც შეეძლო გაეკეთებინა".
"საქართველოში არჩევნების სერია არ მთავრდება. თუ ავიღებთ სამი სიბრტყის არჩევნებს - პრეზიდენტის, პარლამენტისა და მერის, ჟურნალისტებს თავისუფლად შეუძლიათ თქვან, რომ ყოველი წელი არჩევნების წელია. საერთოდ არ ვარ პოლიტიკურად მოტივირებული. პოლიტიკა სხვანაირადაც შემიძლია ვაკეთო ჩემი წარსულიდან გამომდინარე. მინდა, რომ შეიქმნას უაღრესად თავისუფალი, გამჭვირვალე და მოტივირებული ადამიანებისგან ძალიან კარგი ტელევიზია", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
გია გაჩეჩილაძის მსგავსად არც მან უპასუხა შეკითხვას რა თანხა ისესხეს ირაკლი რუხაძისგან. ლევან გაჩეჩილაძის განმარტებით, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. როგორც მან აღნიშნა, "მაესტროს" დირექტორობის პირობებში პირველი, რასაც გააკეთებს ტელეკომპანიის კოლექტივს შეხვდება.