თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე მომუშავე გაერო-ს კომისიამ "ვიკილიქსის" დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საჩივარი დააკმაყოფილა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
კომისიის მოსაზრებით, ასანჟის პატიმრობა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში, რომელსაც ბრიტანელი პოლიციელები იცავენ, უკანონოა. მანამდე, "ვიკილიკსის" დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მზად არის, ბრიტანულ პოლიციას ჩაბარდეს, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკამყოფილებს.
"ვიკილიქსის" ვებგვერდი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელწმიფო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.
შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად, 44 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.