სანამ რუსეთი სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმებს ახორციელებს, სამშვიდობო მოლაპაკებებს აზრი არა აქვს, - როგორც "ბიბისი" იტყობინება, ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, "რუსეთი სირიაში მკვლელობებს განაგრძობს".
ამასთან, ერდოღანის მოსაზრებით, სირიის საკითხზე გამართული მოლაპარაკებების მონაწილეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამისთვის პასუხისმგებლობა საუდის არაბეთს დააკისრა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი მოსაზრება გამოთქვა, რომ მოლაპარაკებების გადადება სწორედ სირიაში რუსეთის ქმედებებით არის გამოწვეული.