საპარლამენტო უმცირესობა,,მაესტროსთან

საპარლამენტო უმცირესობა,,მაესტროსთან" დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების დაინტერესებას ხედავს

უმცირესობა,,მაესტროსთან" დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების დაინტერესებას ხედავს საპარლამენტო უმცირესობა ტელეკომპანია ,,მაესტროსთან" დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში ხელისუფლების დაინტერესებას ხედავს.

როგორც უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკეულ ტელევიზიასთან მიმართებაში ხელისუფლების ინტერესების განხორციელება პერიოდულად ხდება.

",ბოლო სამი წლის განმავლობაში, მიუხედავად მედიასთან მიმართებაში დეკლარილებული თავისუფლებისა, ხდება ცალკეულ ტელევიზიასთან დაკავშირებით ხელისფლების ინტერესების გამოხატვა და ამ ინტერესების მოქმედებების განხორციელება. ასეთი პროცესები მიმდინარეობდა "რუსთავი 2"-თან მიმართებაში, "იმედთან" და დღეს უკვე ,,მაესტროა" აქტუალური. "მე-9 არხის" ყოფილი თანამშრომლები გადანაწილებული არიან "საზოგადოებრივი არხის" კულუარებში. ეს პროცესი ღიად მიმიდნარეობს, ასე რომ "მაესტროსთან" დაკავშირებით ხდება იგივე"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.