იემენში

იემენში "ალ-ქაიდას" ადგილობრივი ფილიალის ლიდერი ჯალილ ბალიდი მოკლეს

იემენში "ალ-ქაიდას" ადგილობრივი ფილიალის ლიდერი ჯალილ ბალიდი მოკლეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამიერკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა იემენის სამხრეთში მდებარე პროვინცია აბიანზე ავიადატყმა განახორციელა.

ჯალილ ბალიდისთან ერთად, მოკლულია კიდევ ორი მებრძოლი.

სააგენტო "როიტერი" წერს, რომ ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა 2 იერიში მიიტანა ავტომობილებზე, რომელშიც მებრძოლები იმყოფებოდნენ.

"ალ-ქაიდა" იემენში პროვინციალ აბიანის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზინჯიბარს აკონტროლებს.