"მაესტროს" დირექტორის პოსტიდან ბაია გადაბაძის მოხსნის გადაწყვეტილება ტელეკომპანის პარტნიორთა კრებამ მიიღო. ამის შესახებ ჟურნალიტებს კრების მიმდინარეობისას მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორებმა არ გაითვალისწინეს არც ერთი არგუმენტი და 55%-ის მფლობელმა მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, დირექტორის მოვალეობას შეასრულებს ლევან გაჩეჩილაძე.
ადვოკატის თქმით, ჯერ უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბაია გადაბაძე მიღებულ გადაწყვეტილებას.
კრებაზე გამოცხადებული შესვენების დროს შეხვედრის დარბაზი კომენტარის გარეშე ერთად დატოვეს ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და ბაია გადაბაძემ.
კრება სხვა საკითხებით რამდენიმე წუთში განახლდება.