პრეზიდენტის და პრემიერის საყრდენი სტრუქტურების გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული

პრეზიდენტის და პრემიერის საყრდენი სტრუქტურების გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული

კრიზისების მართვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოების გაერთიანება მართებული არ იქნება, რადგან ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის სტრუქტურას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ "თავისუფალი დემოკრატების" შესაბამის ინიციატივაზე კომენტირებისას განუცხადა.

ვოლკის განმარტებით, ამ ორი სტრუქტურის გაერთიანება "იდეაშიც კი არ იქნება მართებული".

"ეს არის ორი საყრდენი სტრუქტურა - ერთი პრეზიდენტის, მეორე კი პრემიერ-მინისტრის. ამ სტრუქტურების გაერთიანება იდეაშიც კი არ იქნება მართებული. ორი სხვადასხვა შტოა. გარდა ამისა, ერთსაც და მეორესაც კონკრეტული და გაწერილი ფუნქციები აქვს. რეალურად, ერთი პრეზიდენტის, ხოლო მეორე პრემიერ-მინისტრის ძირითად სტრუქტურას წარმოადგენს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" გამოდის ინიციატივით, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ გუშინ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.