"მაესტროს" საკონტროლი პაკეტის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა.
როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია და "ორ დღეში ერთხელ" ხვდება.
"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა, ის ჩემი მეგობარია, ორ დღეში ერთხელ ვხვდები და რა არის პრობლემა? "მაესტროზე" არ გვისაუბრია. სხვა თემებზე იყო საუბარი. მეგობარს და ამხანაგს რაზე ვესაუბრები ამას არ ვეტყვი მედიას", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.