გოგი თოფაძემ ჟურნალისტები საკუთარი კაბინეტიდან გააძევა

გოგი თოფაძემ ჟურნალისტები საკუთარი კაბინეტიდან გააძევა

ფრაქცია "მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძემ ჟურნალისტები ქუთაისის პარლამენტში, საკუთარი კაბინეტიდან გააძევა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მედიის წარმომადგენლებს დეპუტატთან მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის ჩაწერა სურდათ.

როგორც თოფაძემ აღნიშნა, ის კომენტარს მხოლოდ პირდაპირ ეთერში გააკეთებს, დანარჩენ შემთხვევაში კი მას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

"პირდაპირი ეთერის გარდა კომენტარს არსად არ გავაკეთებ. "რუსთავი 2"-ს კი საერთოდ პატივს არ ვცემ", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.