რამდენადაც ვიცი, განცხადების გაკეთებისას გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა

რამდენადაც ვიცი, განცხადების გაკეთებისას გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განცხადებით, ყველა დეპუტატს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საკუთარი სტილი აქვს. როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გოგი თოფაძემ თავის გამოსვლისას სავარაუდოდ რაღაც წყარო გამოიყენა.

"რამდენადაც ვიცი, გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა განცხადების გაკეთებისას. საპარლამენტო ტრიბუნიდან კი ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ბევრად უფრო არაკორექტულ განცხადებებს. ყველა ადამიანი ლაპარაკობს თავისი სტილით. ამ ციტატაზე კი ალბათ თოფაძეს აქვს წყარო და თუ არა აქვს, მაშინ შეცდომაში შეიყვანა ვიღაცამ", - განუცხადა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან.

გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გუშინ საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს. ამ კონტექსტში თოფაძემ მარგველაშვილს ქართველ ხალხზე მისი გამონათქვამები შეახსენა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა "ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა".