გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისების მართვის საბჭო უნდა გაუქმდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გია ხუხაშვილმა განუცხადა, კრიზისების მართვის საბჭო არის აბსოლუტურად მოგონილი ინსტიტუტი, რომელიც თავისი პერსონალური კომპეტენციით ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

"მე ვფიქრობ, რომ კრიზისების მართვის საბჭო უბრალოდ უნდა გაუქმდეს, ეს იყო მოგონილი ინსტიტუტი გარკვეველი მიზნებით. უშიშროების საბჭოს ეს მიმართულება ისედაც აქვს და თუ მას სჭირდება ამ ტიპის დეპარტამენტი, შექმნის უშიშროების საბჭოს შიგნით. ეს უნდა გაუქმდეს ფაქტია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირადი გადაწყვეტილებაა.

"დავივიწყოთ, გადავშალოთ ეს ფურცელი, წავიდა პრემიერი, რომლის პირადი გადაწყვეტილება იყო ამ რგოლის შექმნა. უბრალოდ გავაუქმოთ. ახლა უშიშროების საბჭო რა ფორმატში იმუშავებს, რა დეპარტამენტები ექნება, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, მისი ლეგიტიმაცია არის მაღალი, რაც გამოჩნდა კიდეც", - აღნიშნა ხუხაშვილმა.