პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლას "ზომიერად კრიტიკულად" აფასებს.
როგორც "ინტერპრენიუსს" გია ხუხაშვილმა განუცხადა, პრეზიდენტმა გამოსვლაში ობიექტურად დაინახა ის პოზიტივი, რაც სიმანდვილეში არის, მაგრამ ისაუბრა პრობლემებზეც.
"პრეზიდენტი შეეხო პრაქტიკულად ყველა საკითხს, იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის წინაშე დგას, როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკაში. ზომიერად კრიკული იყო, მან ობიექტურად დაინახა ის პოზიტივი, რაც ჩვენ სინამდვილეში გვაქვს, მაგრამ არის პრობლემებიც იგივე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, იგივე იმ შეცდომებთან დაკავშირებით, რაც იყო დაშვებული ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში და ა.შ. მე ვფიქრობ, ეს იყო სახელმწიფოებრივი პოზიციიდან წარმოდგენილი ვითარების აღწერა, პრესპექტივები და შესაბამისი რეკომენდაციები. რეკომენდაციები იყო ზომიერი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მას არ ჰქონია მცდელობა, რომ გამოსულიყო თავისი კომპეტენციიდან და შესულიყო სხვის კომპეტენციაში", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებას, რომლის რეფორმირების კუთხითაც პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლისას კონკრეტული ინიციატივები გააჟღერა, პოლიტოლოგის შეფასებითაც, სასამართლო სისტემა "ფაქტობრივად იქცა რაღაც გაუგებარ კორპორაციად, რომელმაც მთავარ მიზნად დასახა კორპორატიული ინტერესის და არა საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა".
"ტენდენციები შეიმჩნევა არა მხოლოდ იუსტიციის საბჭოში, არამედ მთლიანად სასამართლო კორპუსში - როდესაც მოსამართლეები ამბობენ "ჩვენ ვართ მურუსიძეები" და ამას აკეთებენ რაღაც ანალოგიებით, ეს ძალიან დიდი პრობლემაა. პრობლემაა კორპორატიული ინტერესის დაცვა მოსამართლეების მხირდან, რაღაც ფსევდოსოლიდარობის საკმაოდ შემაშფოთებელი განცხადებების გაკეთება კვირაში 2-ჯერ კი ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ამას შეიძლება ჰქონდეს სისტემური, ძალიან გრძელვადიანი, სახელმწიფოსთვის ძალიან დამაზიანებელი შედეგები. შესაბამისად მათი თვითლუსტრაცია უბიძგებს არა მხოლოდ პრეზიდენტს არამედ უნდა უბიძგებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პარლამენტსაც, რომ რეფორმა არის გარდაუვალი", - განაცხადა ხუხაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც სასამართლო დაკავრგავს ნდობას, ამით ფუნდამენტი გამოეცლება სახელმწიოებრივ განვითარებას.
"რეფორმირება არის საჭირო, პრეზიდენტს აქვს თავის ხედვები, შესაბალებელია აღმასრულებელ ხელისუფლებას სხვა ტიპის ხედვები ჰქონდეს, თუმცა გუშინდელი განცხადებებიდან მე ეს ვერ დავინახე, თანხმობა უფრო დავინახე ხელისუფლების შტოებს შორის, რომ ეს პრობლემა არის გადასაწყვეტი. მე ვისურვებდი, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდეს", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.