საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დომინიკ სტროს-კანმა უკრაინულ ბანკში დაიწყო მუშაობა.
როგორც "ბიბისი" წერს, 1-ელი თებერვლიდან ის "კრედიტ დნეპრის" სადამკვირვებლო საბჭოს წევრი გახდა.
აღნიშნული ბანკი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესმენს ვიქტორ პინჩუკს ეკუთვნის, რომლის ქონებაც 1,4 მილიარდ აშშ დოლარად ფასდება. "ბიბისი" აღნიშნავს, რომ პინჩუკის მეუღლე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას ქალიშვილია.
დომინიკ სტროს-კანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა 2011 წლის მაისში მას შემდეგ დატოვა, რაც აშშ-ში მას სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს.