ჟენევაში სირიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა

ჟენევაში სირიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა

ჟენევაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც სირიაში საომარი მოქმედებების დასრულებისკენაა მიმართული, ჩაიშალა. გაერო-ს გადაწყვეტილებით, პროცესი 25 თებერვლამდე გადაიდო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის პასუხისმგებლობა სირიის ოპოზიციას დააკისრა და განაცხადა, რომ საუდის არაბეთის დელეგაცია მიზანმიმართულად ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ჩაშლას.

თავის მხრივ, აშშ-ში განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები სირიაში რუსეთის ქმედებების გამო გადაიდო. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რუსული სამხედრო-საჰაერო ძალების ავიადარტყმები მიმართულია არა "ისლამური სახელმწიფოს", არამედ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ.