ჯულიან ასანჟი მზად არის პოლიციას ჩაბარდეს, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკმაყოფილებს

ჯულიან ასანჟი მზად არის პოლიციას ჩაბარდეს, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკმაყოფილებს

"ვიკილიკსის" დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი მზად არის, ბრიტანულ პოლიციას ჩაბარდეს, თუ გაერო-ს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ შეტანილ მის საჩივარს არ დააკმაყოფილებს.

როგორც "ბიბისი" იტყობინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთის საკითხზე მომუშავე გაერო-ს კომისია ასანჟთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხვალ ჟენევაში გამოაქვეყნებს.

"თუ გაერო ხვალ განაცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ საქმე წავაგე, საელჩოდან გამოვალ და ბრიტანულ პოლიციას ჩავბარდები, რადგან საქმის გასაჩივრებას აზრი აღარ ექნება", - ნათქვამია ასანჟის განცხადებაში.

"ვიკილიქსის" ვებგვერდი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენტაგონის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა ამერიკული სახელმწიფო უწყებების საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა.

შვედეთში ექსტრადირების თავიდან ასაცილებლად, 44 წლის ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შვედეთში მას ორი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ და მის ექსტრადირებას ითხოვენ. თავად ასანჟი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.