გამოძიებამ ექსპერტებთან ერთად, "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას ავტოფარეხი დაათვალიერა.
დათვალიერება 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა სპეციალური ხელსაწყო - გეორადარი გამოიყენეს.
კუჭავას ოჯახის ადვოკატის თქმით, სპეციალური მოწყობილობით სამართალდამცველები ავტოფარეხის ქვეშ, გაურკვეველ ნივთს ეძებდნენ.
დათვალიერების დროს სამართალდამცველებმა საფანტის თოფი და 2 ნიჩაბი ამოიღეს. მასალა ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი.
ამასთან, იმ ავტომობილში, რომელიც დავით პოპოვს ეკუთვნის და სადაც გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ თავი მოიკლა, ადვოკატის ცნობით, კვალი აღმოაჩინეს.
სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს ნათია კორკოტაძე ფარეხის დათვალიერებას.