ევროპაში აშშ-ის სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე საპასუხოდ, რუსეთი "საკომპენსაციო ზომებს" მიიღებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა ანდრეი კელინმა სააგენტო "რია ნოვოსტისთან" საუბარში განაცხადა.
"ნაკლებად მოსალოდნელია სიმეტრიული ნაბიჯები, თანხის იმ უზარმაზარი ოდენობის გათვალისწინებით, რომლის ჩადებასაც ამერიკელი პარტნიორები აპირებენ. მომავალ წელს ეს თანხა ორჯერ გაიზრდება. დარწმუნებული ვარ, ამაზე სიმეტრიული პასუხი საჭირო არ არის. მაგრამ სამხედრო-სტრატეგიული პარიტეტის შესანარჩუნებლად საკომპენსაციო ზომებს ვიღებთ და მომავალშიც მივიღებთ", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ 2017 წელს ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 3,4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფა დააანონსა.