სირიაში რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიაში რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქსი" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1-ელ თებერვალს ტერორისტებმა სამხედრო გარნიზონი ნაღმტყორცნებით დაცხრილეს, სადაც სირიის არმიის ერთ-ერთ შენაერთი იყო დისლოცირებული. რუსმა ოფიცერმა თავდასხმის შედეგად სასიკვდილო ჭრილობა მიიღო და გარდაიცვალა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სამხედრო მრჩეველი სირიის არმიას ახალი რუსული შეიარაღების ათვისებაში ეხმარებოდა.

სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ.