მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მინისტრები 38 საკითხს განიხილავენ, მათ შორის, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველის კანონში და "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტებს. დაგეგმილია "სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა" და ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

მინისტრთა კაბინეტის წევრების გარდა, მთავრობის სხდომაზე მიწვეულია თბილისის მერი დავით ნარმანია და "საქსტატის" ხელმძღვანელი მერი დაუშვილი.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრებს მედიასთან კომეტარები არ გაუკეთებიან.