მმართველი გუნდის წევრის, გოგი თოფაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების საპროტესტოდ პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება.
აქცია საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ, სოციალურ ქსელში დაიგეგმა. თოფაძის საპროტესტოდ შეკრება თბილისში, პარლამენტის შენობასთან, 14:00 საათზე იგეგმება.
აქციის ორგანიზატორები დეპუტატის მიერ გუშინ, პარლამენტის სხდომაზე, პრეზიდენტ მარგველაშვილის მისამართით საუბრისას გაკეთებულ განცხადებას "დისკრიმინაციად" აფასებენ.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ გუშინ პრეზიდენტი გააკრიტიკა. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს.
"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი კაცი ლაპარაკობს და ამბობს, იმას ყველა უსმენს და მისი თითოეული სიტყვა კონტროლდება, ანალიზს უკეთებენ. თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახელშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით", - განაცხადა თოფაძემ.