შევეცდები, საკითხები, რაზეც ჩემს მოხსენებაში იყო საუბარი, პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმატში დავაყენო

შევეცდები, საკითხები, რაზეც ჩემს მოხსენებაში იყო საუბარი, პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმატში დავაყენო

შევეცდები, ის საკითხები, რაზეც ჩემს მოხსენებაში იყო საუბარი, დავაყენო პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმატში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მისი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ხედავს თანამშრომლობის მზაობას როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან.

"ჩემს საბოლოო შემაჯამებელ გამოსვლაში მე გავაკეთე აქცენტი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასთანაც იყო ნაკლები კრიტიკა. ჩემი შთაბეჭდილებებით, მზაობაა მომავალი თანამშრომლობისკენ. მე ვხედავ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, პოტენციალს თანამშრომლობისა, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, მე შევეცდები, რაც შეიძლება უფრო ინტენსიური თანამშრომლობის ფორმატში ეს საკითხები, ისევე, როგორც სხვა საკითხები, რომელიც ჩემს მოხსენებაში იყო განხილული, დავაყენო ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმატში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტს ჟურნალისტების სხვა კითხვებზე კომენტარი არ გაუკეთებია.