მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის მისამართით კრიტიკის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა. "არ ჩამითვალოთ, აქ იმიტომ ვდგავარ, რომ მხოლოდ კრიტიკა გავაჟღერო ჩვენს ურთიერთობებზე. მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. მწამს, რომ მას (პრეზიდენტს) ვითარების ღრმა ანალიზის უნარი გააჩნია და მნიშვნელოვნად გააძლიერებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციას პრინციპულ საკითხებზე – ეროვნული თანხმობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელი ჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფეროს გასაძლიერებლად. ფარავდეს უფალი პრეზიდენტს, მის ოჯახს, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.