საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის შეფასებით, გოგი თოფაძის დღევანდელი განცხადება ზოგიერთმა უხეშად მიიღო.
"ზოგიერთს უხერხულად მოხვდა ყურში დაუნის სიტყვის აღნიშვნა, თუმცა მარგველაშვილს, მე მის ძველ ნაშრომებს გადავხედე, გაცილებით უფრო ცუდ კონტექსტში აქვს მოხსენებული, რადგან დაუნი არის ავადმყოფობა და ის არ არის ადამიანისთვის შეურაცხმყოფელი. მაგრამ დებილიზმი, ეს უკვე არის შეურაცხყოფა, და თუ ამის თქმა უნდოდა გოგი თოფაძეს, მაშინ შეიძლება უფრო მკვეთრი ყოფილიყო მისი კრიტიკა", - განაცხადა მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.