მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომელსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა ლარის დევალვაციამ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის დასრულებისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, რეგიონი დღეს სერიოზული გამოწვევების წინაშეა, ამიტომ ნიშვნელოვანია შესაძლებლობების სრული გამოყენება, მაგრამ ამავე დროს საჭიროა ზრუნვა მოქალაქეებზე, ვისაც უაშუალოდ ეხება ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა.
"ჩვენი რეგიონი დგას სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, ასეთი იყო 2015 წელი და 2016 წელს ჩვენ ვიცით, რომ განვითარებადი ბაზრებიდან სავარაუდოდ იქნება კაპიტალის გადინება. ვიცით, რომ იქნება სერიოზული კონკურენცია პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია შესაძლებლობების გამოყენება, ამავე დროს მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომელსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა თუნდაც ლარის დევალვაციამ, თუნდაც სირთულეებმა ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ 5 %-დან 3 %-მდე. მათი დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება", -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ქველმოქმედებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებიან და ზრუნავენ მათ დასაქმებაზე. ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის სოფლის მეურნეობის დარგის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქცენტების შენარჩუნება.
"მინდა ხაზი გავუსვა და მადლობით მოვიხსენიო ყველა ის ქველმოქმედი, ვინც ზრუნავს ჩვენს მოსახლეობაზე, ვინც უზიარებს მათ თავის შესაძლებლობებს, ვინც ზრუნავს მათ დასაქმებაზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ მუხედავად იმისა, სოფლის მეურნეობა სულ 9 %-ია ჩვენი ეკონომიკის, ძალიან მნიშვნელოოვანია ამ მიმართულებით აქცენტების შენარჩუნება, რადგან ეს არის დარგი, სადაც ადამიანები არიან დასაქმებულები და მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი შრომით მოიპოვონ სარჩო-საბადებელი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.