დღეს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს

დღეს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს

დღეს ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს, - ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი გაბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანას დღეს არაუფლებამოსილი პირი - ბიძინა ივანიშვილი მართავს თავისი პირადი მთავრობით.

"დარწმუნებული ვარ საქართველოს პრეზიდენტს არ ჰქონია განზრახვა ცინიკური ყოფილიყო, მაგრამ ზოგჯერ არა მხოლოდ სიტყვებია ცინიკური, არამედ ვითარება. ბატონმა პრეზიდენტმა არისტოტელეთი დაიწყო და ბრძანა, რომ თავისუფალია ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა ინდივიდები. არისტოტელემ თქვა, რომ თავისუფალია ქვეყანა, სადაც კანონი ბატონობს და არა მოქალაქეები და ეს ფორმულირება სწორედაც რომ უხდება დღევანდელობას. რადგან ამ ქვეყანას დღეს არაუფლებამოსილი პირი - ივანიშვილი მართავს თავისი პირადი მთავრობით. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, გამორიცხავს იმ მთავარს, რაც თავშივე ნათქვამი იყო - რომ თავისუფალი ვერ იქნება ქვეყანა, რომელსაც ერთი ადამიანის ახირება მართავს", - განაცხადა გაბაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, ზუსტად იმ დროს, როცა პრეზიდენტი თავის სიტყვას წარმოთქვამდა, ციხისძირში ასწლოვან ხეებს ბულდოზერებით გლეჯდნენ და ივანიშვილის ეზოში გადაჰქონდათ, რადგან "მას ძალიან უყვარს გიგანტური ხეები".

"ესაა რეალური ვითარება, რომლის ფონზეც თავისუფლების დახვეწა ცინიზმია. პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავრობის ეკონონმიკურ ხედვას ეთანხმება. სინამდვილეში მთავრობას არანაირი ხედვა არ აქვს. ნეპოტიზმით გაბერილია ხარჯები, უამრავი თანხა იხარჯება გაზრდილ ბიუროკრატიაზე. ასეთივე პრობლემაა რეგულაციები, რომელიც ეკონონიკას ამუხრუჭებს და სამწუხაროდ, პრეზიდენტს ამისთვის ვეტო არ დაუდია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში ეკონომიკური განვითარება შეფერხდეს. იგივე გადასახადების გაზრდა, უაზრო რეგულაციები, რაც ბიზნესს აკოტრებს და საერთო ჯამში, ეკონომიკურ განვითარებაზე ცუდად აისახება", - განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირთან, ექსპორტი მცირდება და "ესაა ამ უნიათო მთავრობის მმართველობის შედეგი".

"პრობლემაა საქართველო საერთაშორისო ასპარეზზეც, სადაც ჩვენი ქვეყნის პრობლემები მიჩუმათებულია და ესეც ამ უნიათო მთავრობის მმართველობის შედეგია. იმ საგარეო პოლიტიკის, რასაც "ოცნება" აწარმოებს. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, მას მართავს პირი, რომელიც მხოლოდ თავის ინტერესებს პატრონობს", - განაცხადა გაბაშვილმა.