გოგი თოფაძე პრეზიდენტს – თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ

გოგი თოფაძე პრეზიდენტს – თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე პრეზიდენტს აკრიტიკებს. შესაბამისი განცხადებები თოფაძემ ქვეყნის პირველი პირის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და განმარტა, რომ პრეზიდენტის მისამართით "რამდენიმე კრიტიკა" აქვს.

"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, როდესაც პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი კაცი ლაპარაკობს და ამბობს, იმას ყველა უსმენს და მისი თითოეული სიტყვა კონტროლდება, ანალიზს უკეთებენ. თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახელშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით", - განაცხადა თოფაძემ.

დეპუტატმა მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ში ვიზიტის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყნის იმიჯს უცხოეთის ერთ ქვეყანაში ორი ხელმძღვანელის ერთად სიარული ”არ წაადგა”.

"მე მიმაჩნია, რომ ქვეყნის იმიჯზე უნდა გეფიქრათ, ვიდრე ვინ წავა და ვინ წარმოადგენს, რადგან ამ კამათის შედეგად ყველამ დაინახა, რომ ორი წამყვანი პირი ვერ თანხმდება. ალბათ, რაღაცნაირად უნდა მოგეგვარებინათ და გაგეთვალისწინებინათ, რომ ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო "ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი და შეიძლებოდა კომპრომისი მოგვენახა და უცხოეთში არ გაგვეტანა ეს თემა", - მიმართა დეპუტატმა პრეზიდენტს.

გარდა ამისა, გოგი თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს ქართველი ხალხის "ერთი კარგი თვისება – მადლიერებაც" შეახსენა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ "უცნაური პოზიცია" დაიჭირა.

"ქართველ ხალხს ერთი ძალიან კარი თვისება ახასიათებს - მადლიერება. თქვენ ამ თანამდებობაზე მოხვდით, ალბათ, არც გქონდათ გააზრებული – პარლამენტში მარცხენა ფლანგზე რომ ზის ამათმა გაგიყვანეს თქვენ. რა თქმა უნდა, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ინიციატორი და უნდა გითხრათ, რომ ეს თქვენ ნამდვილად არ გქონდათ მოაზრებული. ამის შემდეგ, ალბათ, არ გასულა ერთი თვე, როცა თქვენ უცნაური პოზიცია დაიჭირეთ, დაიწყეთ ხელისუფლების კრიტიკა, ეს კი არ ახასიათებს ქართველ კაცს. მადლიერების გრძნობა არის ჩვენთვის ყველაზე მისაღები და საქები", - განაცხადა თოფაძემ.