უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი ქვეყნის მთავრობაზე პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
იაცენიუკის თქმით, სწორედ პოლიტიკური ზეწოლის გამო მინისტრები იძულებულები არიან თანამდებობა დატოვონ. "საბოლოო გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ უმაღლესი რადა იღებს. მე დავიცავ მთავრობის თითოეულ წევრს, თითოეულ მინისტრს", - განაცხადა იაცენუიკმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მონისტრმა ასევე პოლიტიკურ ზეწოლაში პარლამენტის "კოალიციის ცალკეული წევრები" დაადანაშაულა, თუმცა, არ დააკონკრეტა თუ კონკრეტულად ვის გულისხმობდა.
აღნიშნული განცხადება პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის ეკონომიკის მინისტრი გადადგა. აივარას აბრომავიჩუსმა განაცხადა, რომ ის რეფორმების განხორციელებას ვერ ახერხებს, რის გამოც თანამდებობას ტოვებს. მან აუცილებელი რეფომების დაბლოკვაში "პოროშენკოს ბლოკის" წევრი იგორ კონონენკო დაადანაშაულა.