პრეზიდენტის გამოსვლა იდეოლოგიურად თანხვედრაშია

პრეზიდენტის გამოსვლა იდეოლოგიურად თანხვედრაშია "თავისუფალ დემოკრატებთან"

"თავისუფალ დემოკრატები" საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას დადებითად აფასებენ. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის მოხსენება იდეოლოგიურად ყველა კუთხით თანხვედრაშია "თავისუფალ დემოკრატებთან".

"ვერ გამოვყოფ ისეთ საკითხს, რომელზეც პრეზიდენტს უნდა ესაუბრა და არ ისაუბრა. ვფიქრობ, რომ ძირითადად ყველა თემასთან დაკავშირებით იყო მკაფიო განცხადებები, დაწყებული ეკონომიკურ-სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის საკითხებით და დამთავრებული სიტყვის თავისუფლებითა და საარჩევნო სისტემის რეფორმებით. საგარეო პოლიტიკურ ასპექტებზეც საკმაოდ მკაფიო პოზიციები დაფიქსირდა. პრეზიდენტის გამოსვლა იდეოლოგიურად, პრაქტიკულად, ყველა კუთხით თანხვედრაშია "თავისუფალ დემოკრატებთან", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.