პრეზიდენტის გამოსვლაში ვერც ერთი მოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა

პრეზიდენტის გამოსვლაში ვერც ერთი მოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა

საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში ვერც ერთი ჩვენი თანამოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა, - ასე შეაფასა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ერთსაათიანი მოხსენება ოპოზიციონერმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტი შეეხო ბევრ საკითხს, თუმცა კონკრეტიკა არც ერთ თემასთან დაკავშირებით არ მომხდარა.

"პრეზიდენტის გამოსვლა იყო კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ხედვის გარეშე წარმოდგენილი წინადადებების ერთობლიობა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი საუბრობდა ეკონომიკაზე, კარგი იქნებოდა, რომ ეკონომიკასთან დაკავშირებით რაღაც კონკრეტული ეთქვა, თუნდაც ის მაინც, რომ შეცდომა იყო მთავრობის მიერ გადასახადების არდაწევა, რომ შეცდომა იყო, რაც გაკეთდა მაშინ, როდესაც ბატონი მარგველაშვილი იყო განათლების მინისტრი და მთავრობის კაბინეტის წევრი. თუნდაც ერთი სიტყვით შეცდომის აღიარება მისი მხრიდან უფრო საინტერესოს გახდიდა მის ხედვებს ეკონომიკასთან დაკავშირებით. საბოლოოდ მიგვაჩნია, რომ დღევანდელ გამოსვლაში ვერცერთი ჩვენი თანამოქალაქე თავის თავს ვერ იპოვიდა,", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.