საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა.
როგორც პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქმედება ძალიან სანიმუშო იყო. ასევე თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას აღნიშნა, როიმ გამოსვლა საკმაოდ საინტერესო იყო.
"საკმაოდ დიდხნას გაგრძელდა და პრაქტიკულად, ბოლო წუთამდე საინტერესო იყო. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის პოზიცია და დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ასეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. ვადასტურებ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ თვალსაზრისით ძალიან სანიმუშო მთავარსარდალია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, ის იზიარებს ყველა წინადადებას, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში "რუსულ რბილ ძალასთან მიმართებაში" მოისმინა.