იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დადებითად აფასებს.
როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებები მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.
,,მიხარია, რომ პრაქტიკულად ემთხვევა საქრთველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, თუმცა ეს არ კმარა. რეფორმის მთავარი სუბიექტი როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა იყოს იურსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კიდევ უნდა გააქტიურდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები უნდა გაერთიანდნენ სასამრთლოს გაჯანსაღების პროცესისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ბოლომდე წესრიგში არ არის,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.