ჩვენ ერთი მოხსენება მოვისმინეთ, მაგრამ დაწმუნებული ვარ, რომ მისი გაგება და გააზრება იქნება სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, - აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლასა და დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის საპროგრამო მოხსენებას შორის დაინახა ერთიანი და ერთნაირი მიდგომები.
"ასე რომ, საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თუ რა გავიგეთ ჩვენ ბატონო პრეზიდენტო! მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ სულ რაღაც ერთი თვის შუალედში, ამ დარბაზში საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საშუალება, მოესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის – მთავრობის პროგრამის წარმოდგენის დროს. ახლა ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მოვისმინეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინეხე ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, პათოსი ხედვა ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიოპიტეტების. ეს არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ინსტიტუტებმა, ღიად, საჯაროდ გავუზიაროთ აზრი ერთმანეთს და ამასობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოვხატოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ,
დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სტუმარს, ვინც პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში მივიდა, ასევე საზოგადოებას, ვინც პრეზიდენტის გამოსვლას თვალს ადევნებდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. სხდომა 16:30 საათზე, ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლებით განახლდება.
პარლამენტში სულ 12 ფრაქციაა და შესაბამისად, პრეზიდენტის მოხსენებას ამდენივე გამომსვლელი უპასუხებს -15-15 წუთიანი რეგალმენტით.