გაზპრომი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა.

გაზპრომი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა.

სახელმწიფო მეთაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას  ენერგო უსაფრთხოების თემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს:

„რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგო თანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო - გაზპრომი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ, რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს. ამიტომ გაზპრომთან მოლაპარაკებები ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით,  დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდე“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.