საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის სისტემურ რეფორმირებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურის სისტემურ რეფორმირებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესება-გათავისუფლების ახლებურ რეგულაციებს შეეხო, არასაკმარისს უწოდებს და  პროკურატურის სისტემური რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას აღნიშნა, არსაკმარისია პროკურატურის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები განსაკუთრებით, პროკურატურის  ანგარიშვალდებულების და ინსტიტუციური პასუხისმგებლობის კუთხით.

„ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.