საქართველოს პრეზიდენტი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებას ხედავს

საქართველოს პრეზიდენტი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის საჭიროებას ხედავს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, ქვეყნის განვითარებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირება.

„ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს.

რეფორმის აუცილებლობის შესახებ საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. საჭიროა, პოლიტიკური ნება რეფორმის იმგვარად განსახორციელებლად, რომ განათლების სისტემამ  საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს უპასუხოს“, -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლისას.

მისი თქმით,  განათლებული თაობა ცოდნაზე დამყარებული და პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოების მთავარ მამოძრავებელ ძალად უნდა იქცეს.