ის, რომ მინისტრები შარშან პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდნენ, პიროვნულ დამოკიდებულებებს არ უკავშირდება

ის, რომ მინისტრები შარშან პრეზიდენტის გამოსვლას არ ესწრებოდნენ, პიროვნულ დამოკიდებულებებს არ უკავშირდება

ის, რომ მინისტრები შარშან პრეზიდენტის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში არ ესწრებოდნენ, პიროვნულ დამოკიდებულებებს არ უკავშირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამ საკითხს სხვა გარემოებები განსაზღვრავენ. სერგეენკოს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ გარემოებებზეა საუბარი.

"მე ვერ მივცემ ისეთ ფორმულირებას, რომ შარშან არ იყო საინტერესო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და წელს გახდა საინტერესო. მე საჯარო სამსახურში ვარ, ვარ სამთავრობო გუნდის წევრი და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, როგორიც არის სამთავრობო შტოებს შორის კოორდინაცია, ვღებულობთ გუნდურად, რომელსაც მე ვასრულებ", - განაცხადა დავით სერგეენკომ.