საქართველოს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან. პარლამენტში უკვე მივიდა ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს არის დღე, როდესაც ერთ ნაბიჯს ვდგავთ საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერების გზაზე.
"ის საკითხები, რაც კანონით პირდაპირ არ არის დარეგულირებული, დროს მოითხოვს იმისათვის, რომ პრაქტიკაში დამკვიდრდეს. ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დღე, როდესაც ერთ ნაბიჯს ვდგავთ ინსტიტუციური, საკონსტიტუციო გაძლიერების გზაზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძის თქმით, მთავრობა მოისმენს პრეზიდენტის გამოსვლას და მოსაზრებებს, რომელიც პარლამენტის მხრიდან გამოითქმება და შეეცდებიან დღევანდელი დისკუსიების შედეგად გაითვალისწინონ საკითხები.