მგონია, რომ "რუსთავი 2"-ის მხრიდან, შეგნებულად ხდება ისეთი პიარის აგორება, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რა კითხვა ექნება მას პრეზიდენტთან.
ტყემალაძის თქმით, მას პრეზიდენტისგან აინტერესებს ის საკითხი, თუ რამდენად მართებულია გადაცემაში, სადაც ხდება სასამართლოს დისკრედიტაცია, ესწრებოდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.
"მე რომ ფრაქციის თავმჯდომარე ვიყო, მექნებოდა შემდეგი კითხვა. ჩემთვის არასასურველ შოუში ღებულობდა მონაწილეობას გუშინ პრეზიდენტის წარმომადგენელი "რუსთავი 2~-ზე. ვერ ვხვდები, რას ემსახურება ეს. მე მგონია, რომ "რუსთავი 2"-ის მხრიდან შეგნებულად ხდება ისეთი პიარის აგორება, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს. ამ დროს არ შეიძლება, რომ წამყვანი კითხვას სვამდეს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება ყველაფრის, თუმცა ყველა უნდა ვეცადოთ, რომ არ მოვახდინოთ ანგაჟირება და დისკრედიტაცია სასამართლოსი. პრეზიდენტისგან სწორედ მისი აზრი მაინტერესებს ამ საკითხზე. მან რამდენჯერმე გააკეთა განცხადება სასამართლოსთან მიმართებაში და მაინტერესებს პრეზიდენტის აზრი, თუ როგორ უფრო სწორი იქნება, რომ სასამართლოს დავეხმაროთ", – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.